Wednesday, April 13, 2011

მზის ენერგიაზე მომუშავე აეროპლანმა შეასრულა პირველი გაფრენა


A97E1E99-559E-4C07-B105-948B84BA7DD9.jpg
მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა Solar Impulse-მა შეასრულა თავისი პირველი გაფრენა.
აპარატი, რომელმაც უნდა შეძლოს დედამიწის გარშემო ფრენა, მიწიდან აფრინდა წარმოუდგენლად დაბალი სიჩქარით (მხოლოდ 45 კმ/სთ) და ნახევარი კილომეტრის სიმაღლეზე იფრინა 90 წუთი. «ზეცას აქამდე არ უნახავს ასეთი ტიპის აეროპლანი — განიერი, მსუბუქი და ენერგოეფექტური», — დაიტრაბახა პროექტის ხელმძღვანელმა ბერტრან პიკარდმა (bertrand piccard).
საცდელი გაფრენები მიმდინარეობდა ჯერკიდევ დეკემბერში, თუმცა ელეგანტური Solar Impulse არ აფრენილა ერთ მეტრზე მაღლა და არ გაუფრენია სამას მეტრზე მეტი. ივლისში განხორციელდება პირველი ღამის გაფრენა და ტესტზე დაყრდნობით ინჟინრები ააგებენ ახალ თვითმფრინავს. აეროპლანის პირველი გაფრენა დედამიწის გარშემო მზის ელემენტებით დანიშნულია 2012 წელს. «აქციის მიზანია ფრენა დღისით და ღამით საწვავის გარეშე. აქციის მიზანია ვაჩვენოთ ახალი ენერგიის წყარო, რათა დავამტკიცოთ, რომ ამ ენერგიით მივაღწიეთ წარმოუდგენელ შესაძლებლობებს», — რამდენჯერმე გაიმეორა თავისი კრედო პიკარდმა.
ავიაციის ექსპერტები თვლიან, რომ ახალი სახის საწვავზე მომუშავე თვითმფრინავებს მართლაც აქვთ მომავალი კომერციულ ავიაციაში, თუმცა მათი აზრით წყალმცენარეების და სხვა მსგავი მცენარეების  ბიოსაწვავს ელოდება შედარებით დიდი წარმატება, ვიდრე მზის ენერგიას. «მზის ენერგია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ერთი ადგილიდან მეორეში გაფრინდეს თვითმფრინავი მცირე დროში, მზის ემერგიაზე მომუშავე თვითმფრინავებს შეუძლიათ ჰაერში დიდხანს ყოფნა და არა სწრაფი ფრენა», — განაცხადა TECOP International-ის (აშშ) პრეზიდენტმა ჰანს ვებერმა.
დედამიწის გარშემო ფრენა დაიყოფა ხუთ ეტაპად; Solar Impulse-ის ძრავის სიმძლავრე არ აღემატება 40 ცხენის ძალას; საშუალო სიჩქარე შეადენს 70 კმ/სთ. დაახლოებით ყოველ ხუთ დღეში ერთხელ პილოტებს ბერტრან პიკარდს და ანდრეი ბარშბერგს მოუწევთ დაჯდომა, რათა დემონსტრირება გაუკეთონ ტექნიკის სასწაულს და შეეცვალონ ერთმანეთს.
პირველი — ისტორიული! — გაფრენა

No comments:

Post a Comment