Thursday, March 24, 2011

დრეკადი მიკროპროცესორი


ელექტრონული კომპიუტერის განვითარება 1946 წლიდან დაიწყო, როდესაც ორმა ამერიკელმა, ვაკუუმის ნათურებისგან შემდგარი პირველი კომპიუტერი-ENIAC შექმნეს, რასაც წინ ტომას ედისონის მიერ სინათლის ნათურის გამოგონება უძღვოდა.
ვაკუუმის ნათურების, თუ მილებისგან შექმნილი კომპიუტერი, რა თქმა უნდა ბევრად განსხვავდებოდა ამჟამინდელისგან. იგი ძალინ დიდი, ნელი და არასაიმედო იყო. ამ პერიოდს კომპიუტერის განვითარების ისტორიაში ვაკუუმის მილების ხანა ქვია, რომელიც 1958 წლამდე გაგრძელდა.
კომპიუტერის მეორე თაობა (1959-1964) პირველი თაობისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მეორე თაობის კომპიუტერი ვაკუუმის მილების (ნათურების) მაგივრად ტრანსიზტორებს იყენებდა. თითო ტრანსიზსტორმა 40 ვაკუუმის ნათურა შეცვალა და იგი ბევრად სწრაფი და მცირე ზომის იყო ვიდრე მისი წინამორბედები.
მესამე თაობის (1965-1970) კომპიუტერი კი სილიკონის დაფას იყენებდა, რომელშიც რამოდენიმე ათასობით ტრანზისტორი იყო გაერთიანებული.
1971 წელს კი მიკროპროცესორის გამოგონებამ მთლიანად შეცვალა კომპიუტერი, მისი გამოყენება და დანიშნულება. ეს ის პერიოდია როდესაც სიტყვა კომპიუტერს ახალი სიტყვა “პერსონალური”  დაემატა და იგი საოჯახო მოხმარების საგნად იქცა. პირველი ასეთი მეოთხე თაობის პერსონალური კომპიუტერი Apple II იყო, რომელიც გაყიდვაში 1977 წელს გამოვიდა. ამას მოყვა 1981 წელს IBM-ის მიერ პერსონალური კომპიუტერების მასიური წარმოება
დღეს, პერსონალურ კომპიუტერს ბევრი ჩვენთაგანი უკვე ჯიბით ვატარებთ, ტელეფონის სახით, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ 1971 წლის შემდეგ მიკროპროცესორები ბევრად დაპატარავდა და ბევრად სწრაფი გახდა მეოთხე თაობა ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი აღმოჩნდა კომპიუტერების განვითარების ისტორიაში და დღემდე კომპიუტერები კვლავ მირკროპროცესორებზეა აგებული.
სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა სამეცნიერო კვლევების ცენტრმა (IMEC) ორგანული ნახევარგამტარებისგან შემდგარი დრეკადი პროცესორი შექმნა, რომლის წარმოება ათჯერ უფრო იაფი ჯდება ვიდრე ამჟამინდელი სილიკონის მიკროპროცესორისა.
დღეს რა თქმა უნდა ძნელია იმაზე ლაპარაკი თუ რამდენად შესაძლებელია ახლო მომავალში ამ პროცესორმა ინტელის და ენვიდეას სილიკონის პროცესორიები შეცვალოს, მაგრამ ეს ტექნოლოგია შესაძლებელია მეხუთე თაობის კომპიუტერის განვითარების დასაწყისი იყოს.

ერთი ნაბიჯი კიბორგების სამყარომდე


ეს მიჩიგანის უნივერსიტეტში შექმნილი, ერთი კუბური მილიმეტრის ზომის კომპიუტერია, რომლის დანიშნულებაა გლაუკომით დაავადებულ პაციენტებში თვალის წნევის მონიტორინგი. იგი პაციენტში იმპლანტირდება და აღჭურვილია ყველა იმ კომპონენტით, რაც პესონალური კომპიუტერის ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. პროცესორისა და მეხსიერების ჩიპის გარდა მასში ასევე ჩამონტაჟებულია მცირე ზომის მზის ბატარეა და რადიო გადამცემი, რომლის საშულაბითაც მონაცემები თვალის წნევის ცვალებადობის შესახებ ოპერატორს გადაეცემა. ალბათ ფანტაზია არ გვეყოფა იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ თუ რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ასეთი მცირე ზომის კომპიუტერით.

რა არის ტექნოლოგია

ტექნოლოგია
არის მეცნიერება იმ იარაღების, პროცესებისა და მეთოდების შესახებ, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა საგნების და ობიექტების დამზადებისათვის, რაიმეს წარმოების მიზნით. სხვაგვარად, ტექნოლოგია ეს არის ნივთიერების, ენერგიის და ინფორმაციის გადამუშავების ხერხი.
ადამიანის პრაქტიკული საქმიანობა საჭმლის მომზადებიდან დაწყებული და სახლის მშენებლობით დამთავრებული დამოკიდებულია რთულ ტექნოლოგიურ სისტემებზე, რომლებიც 5 მილიონი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. პირველყოფილი შრომის იარაღების დამზადება, ცეცხლის მოხმარება, რკინის დნობა, ბორბლის გამოყენება, ტანსაცმლის კერვა და სხვა, პირველი ტექნოლოგიური პროცესებია, რომლის გამოყენებაც ადამიანმა დაიწყო,
ტექნოლოგიების განვითარების პროცესში გარდატეხა შეიტანა ისეთმა მოვლენებმა, როგორებიც იყო: ორთქლის ძრავის გამოგონება 1712 წელს, ელექტრობისა და შიგა წვის ძრავის გამოყენება 1800–იან წლებში, კავშირგაბმულობის საშუალებებისა და ელექტრონიკის განვითარება ბოლო ათწლეულებში, ასევე ატომური და კოსმოსური ტექნიკა და ტექნოლოგიები.
პროგრესული ტექნოლოგია (ავტომატიზაციისა და სპეციალიზაციის მაღალი დონით), რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თანამედროვე საზოგადოება, შესამჩნევ კონტრასტს ქმნის იმ ტექნოლოგიებთან (მძიმე შრომის გამოყენება, სპეციალიზაციის დაბალი დონე), რომელიც ჯერჯერობით გამოიყენება ბევრ ქვეყანაში.
ტექნოლოგია არის სფერო, რომელშიც ხდება სხვა მეცნიერებების კვლევების შედეგების პრაქტიკული გამოყენება საზოგადოების მოთხოვნილების შესაბამისად.