Wednesday, April 13, 2011

მზის ენერგიაზე მომუშავე აეროპლანმა შეასრულა პირველი გაფრენა


A97E1E99-559E-4C07-B105-948B84BA7DD9.jpg
მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა Solar Impulse-მა შეასრულა თავისი პირველი გაფრენა.
აპარატი, რომელმაც უნდა შეძლოს დედამიწის გარშემო ფრენა, მიწიდან აფრინდა წარმოუდგენლად დაბალი სიჩქარით (მხოლოდ 45 კმ/სთ) და ნახევარი კილომეტრის სიმაღლეზე იფრინა 90 წუთი. «ზეცას აქამდე არ უნახავს ასეთი ტიპის აეროპლანი — განიერი, მსუბუქი და ენერგოეფექტური», — დაიტრაბახა პროექტის ხელმძღვანელმა ბერტრან პიკარდმა (bertrand piccard).
საცდელი გაფრენები მიმდინარეობდა ჯერკიდევ დეკემბერში, თუმცა ელეგანტური Solar Impulse არ აფრენილა ერთ მეტრზე მაღლა და არ გაუფრენია სამას მეტრზე მეტი. ივლისში განხორციელდება პირველი ღამის გაფრენა და ტესტზე დაყრდნობით ინჟინრები ააგებენ ახალ თვითმფრინავს. აეროპლანის პირველი გაფრენა დედამიწის გარშემო მზის ელემენტებით დანიშნულია 2012 წელს. «აქციის მიზანია ფრენა დღისით და ღამით საწვავის გარეშე. აქციის მიზანია ვაჩვენოთ ახალი ენერგიის წყარო, რათა დავამტკიცოთ, რომ ამ ენერგიით მივაღწიეთ წარმოუდგენელ შესაძლებლობებს», — რამდენჯერმე გაიმეორა თავისი კრედო პიკარდმა.
ავიაციის ექსპერტები თვლიან, რომ ახალი სახის საწვავზე მომუშავე თვითმფრინავებს მართლაც აქვთ მომავალი კომერციულ ავიაციაში, თუმცა მათი აზრით წყალმცენარეების და სხვა მსგავი მცენარეების  ბიოსაწვავს ელოდება შედარებით დიდი წარმატება, ვიდრე მზის ენერგიას. «მზის ენერგია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ერთი ადგილიდან მეორეში გაფრინდეს თვითმფრინავი მცირე დროში, მზის ემერგიაზე მომუშავე თვითმფრინავებს შეუძლიათ ჰაერში დიდხანს ყოფნა და არა სწრაფი ფრენა», — განაცხადა TECOP International-ის (აშშ) პრეზიდენტმა ჰანს ვებერმა.
დედამიწის გარშემო ფრენა დაიყოფა ხუთ ეტაპად; Solar Impulse-ის ძრავის სიმძლავრე არ აღემატება 40 ცხენის ძალას; საშუალო სიჩქარე შეადენს 70 კმ/სთ. დაახლოებით ყოველ ხუთ დღეში ერთხელ პილოტებს ბერტრან პიკარდს და ანდრეი ბარშბერგს მოუწევთ დაჯდომა, რათა დემონსტრირება გაუკეთონ ტექნიკის სასწაულს და შეეცვალონ ერთმანეთს.
პირველი — ისტორიული! — გაფრენა

Thursday, April 7, 2011

ვირტუალურ სამყაროში ნამდვილი მანქანით


ავსტრალიაში ნამდვილი ავტომობილი და 3D–გრაფიკა შეუხამეს ერთმანეთს ისე, რომ მომხმარებელს ქალაქში ან ავტოსტრადაზე მოძრაობის ილუზია ექმნება. რატომ? ეხლავე გავიგებთ.
ინტერაქტიული სისტემა TS8000, რომელიც კომპანია TAG Systems–მა შექმნა, წარმოადგენს 8×8×5 მეტრიან სივრცეს. მის ცენტრალირ ნაწილში მოთავსებულია პლატფორმა, სადაც დამაგრებულია ავტომობილი ისე, რომ მის საბურავებს შეეძლოს ბრუნვა.
სპეციალური ოთახის კედლებზე განლაგებულია 4 მეტრის სიგანის ეკრანები,რომლებიც მძღოლს 200–გრადუსიანი ხედვის საშუალებას აძლევენ. სურათი არ განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ შევეჩვიეთ კომპიუტერული სიმულატორებისგან: ქალაქის ქუჩები და სპორტული სტრადები დღისა და ღამის პერიოდში სხვადასხვა ამინდის პირობებში.
მძღოლი ასრულებს იგივე მოქედებასა და მანევრებს, რომლებსაც ის ნამდვილ გზაზე შეასრულებდა, თუმცა გასაგებია, მანქანა დგას ადგილზე. მის მოქმედებას აფიქსირებენ სენსორები და ამის შესაბამისად იცვლება გამოსახულება ეკრანებზე: საჭის მოხვევის შესაბამისად ტრიალებს პლატფორმა (თუმცა, ჯერჯერობით ისე სწრაფად არა, როგორ მწარმოებლებს სურთ). გათვალისწინებულია ძრავის გამაგრილებელი მექანიზმი და გამონაბოლქვის მშთანთქველი სისტემა, ხოლო მთავარი ეკრანი აკონტროლებს სიჩქარესა და სხვა მაჩვენებლებს ვირტუალური მოგზაურობის დროს.
სისტემა TS8000, რომელიც ხუთი სტანდარტული კომპიუტერით იმართება, განკუთვნილია მსუბუქი ავტომობილებისთვის ( მაქსიმალური წონა: 4 500 კგ, ძრავის სიმძლავრე: 1 200 ცხენის ძალა). მისი გამოყენებით ადვილად შესაძლებელია ავტომობილის მართვის სწავლადა და ავტო–რბოლითა და სთრით–რეისინგით გართობა — აბსოლიტურად უსაბრთხოა თქვენთვის და გარშემო მყოფთათვის!
TAG Systems–მა ასევე შექმა მეორე მოდელიც — TS4000, რომელიც სატვირთო კონტეინერს შეესაბამება. სიმულატორის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: Wired UK

Touchscape Table: Microsoft Surface-ის მედიამაგიდის ანალოგი


ბრიტანულმა კომპანიამ Touchscape Technologies-მა დაამზადა ინტერაქტიური კომპიუტერული მაგიდა 47-დიუმიანი დიპსლეით, რომელსაც აქვს «მულტითაჩ» ინტერფეისის მხარდაჭერა.
Touchscape Table არის Microsoft Surface.-ის ანალოგი. მოწყობილობას შეუძლია ერთდროულად ბევრ წერტლიზე შეხების ამოცნობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია რამოდენიმე მომხმარებლის ერთდროულად ურთიერთქმედება სენსორულ ზედაპირთან.
Touchscape Table-ს აქვს ოთხბირთვიანი AMD Phenon-ის პროცესორი ტაქტური სიხშირით 3,4 გჰც. ოპერატული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 გბ-ს, მეხსიერების მოცულობა — 180 გბ. კომპიუტერული მაგიდას ასევე გააჩნია Bluetooth, Wi-Fi, Ethernet და 3G მოდული.
ეკრანის გარჩევადობა შეადგენს 1920×1080 პიქსელს (ფორმატი Full HD); გამოსახულების სიმკვეთრის ავტომატური ოპტიმიზაციისთვის განკუთვნილია განათების სენსორი. დისპლეის ზედაპირი ისეთი მყარია, რომ მისი გამოყენება ყავის მაგიდადაც კი შესაძლებელია.
მწარმოებლების მიერ შემოთავაზებულია მედიამაგიდის რამოდენიმე სტანდარტული კონფიგურაცია და ასევე დამკვეთის სურვილისამებრ მოწყობილობის აღჭურვა.

Thursday, March 24, 2011

დრეკადი მიკროპროცესორი


ელექტრონული კომპიუტერის განვითარება 1946 წლიდან დაიწყო, როდესაც ორმა ამერიკელმა, ვაკუუმის ნათურებისგან შემდგარი პირველი კომპიუტერი-ENIAC შექმნეს, რასაც წინ ტომას ედისონის მიერ სინათლის ნათურის გამოგონება უძღვოდა.
ვაკუუმის ნათურების, თუ მილებისგან შექმნილი კომპიუტერი, რა თქმა უნდა ბევრად განსხვავდებოდა ამჟამინდელისგან. იგი ძალინ დიდი, ნელი და არასაიმედო იყო. ამ პერიოდს კომპიუტერის განვითარების ისტორიაში ვაკუუმის მილების ხანა ქვია, რომელიც 1958 წლამდე გაგრძელდა.
კომპიუტერის მეორე თაობა (1959-1964) პირველი თაობისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მეორე თაობის კომპიუტერი ვაკუუმის მილების (ნათურების) მაგივრად ტრანსიზტორებს იყენებდა. თითო ტრანსიზსტორმა 40 ვაკუუმის ნათურა შეცვალა და იგი ბევრად სწრაფი და მცირე ზომის იყო ვიდრე მისი წინამორბედები.
მესამე თაობის (1965-1970) კომპიუტერი კი სილიკონის დაფას იყენებდა, რომელშიც რამოდენიმე ათასობით ტრანზისტორი იყო გაერთიანებული.
1971 წელს კი მიკროპროცესორის გამოგონებამ მთლიანად შეცვალა კომპიუტერი, მისი გამოყენება და დანიშნულება. ეს ის პერიოდია როდესაც სიტყვა კომპიუტერს ახალი სიტყვა “პერსონალური”  დაემატა და იგი საოჯახო მოხმარების საგნად იქცა. პირველი ასეთი მეოთხე თაობის პერსონალური კომპიუტერი Apple II იყო, რომელიც გაყიდვაში 1977 წელს გამოვიდა. ამას მოყვა 1981 წელს IBM-ის მიერ პერსონალური კომპიუტერების მასიური წარმოება
დღეს, პერსონალურ კომპიუტერს ბევრი ჩვენთაგანი უკვე ჯიბით ვატარებთ, ტელეფონის სახით, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ 1971 წლის შემდეგ მიკროპროცესორები ბევრად დაპატარავდა და ბევრად სწრაფი გახდა მეოთხე თაობა ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი აღმოჩნდა კომპიუტერების განვითარების ისტორიაში და დღემდე კომპიუტერები კვლავ მირკროპროცესორებზეა აგებული.
სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა სამეცნიერო კვლევების ცენტრმა (IMEC) ორგანული ნახევარგამტარებისგან შემდგარი დრეკადი პროცესორი შექმნა, რომლის წარმოება ათჯერ უფრო იაფი ჯდება ვიდრე ამჟამინდელი სილიკონის მიკროპროცესორისა.
დღეს რა თქმა უნდა ძნელია იმაზე ლაპარაკი თუ რამდენად შესაძლებელია ახლო მომავალში ამ პროცესორმა ინტელის და ენვიდეას სილიკონის პროცესორიები შეცვალოს, მაგრამ ეს ტექნოლოგია შესაძლებელია მეხუთე თაობის კომპიუტერის განვითარების დასაწყისი იყოს.

ერთი ნაბიჯი კიბორგების სამყარომდე


ეს მიჩიგანის უნივერსიტეტში შექმნილი, ერთი კუბური მილიმეტრის ზომის კომპიუტერია, რომლის დანიშნულებაა გლაუკომით დაავადებულ პაციენტებში თვალის წნევის მონიტორინგი. იგი პაციენტში იმპლანტირდება და აღჭურვილია ყველა იმ კომპონენტით, რაც პესონალური კომპიუტერის ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. პროცესორისა და მეხსიერების ჩიპის გარდა მასში ასევე ჩამონტაჟებულია მცირე ზომის მზის ბატარეა და რადიო გადამცემი, რომლის საშულაბითაც მონაცემები თვალის წნევის ცვალებადობის შესახებ ოპერატორს გადაეცემა. ალბათ ფანტაზია არ გვეყოფა იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ თუ რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ასეთი მცირე ზომის კომპიუტერით.