Thursday, March 24, 2011

რა არის ტექნოლოგია

ტექნოლოგია
არის მეცნიერება იმ იარაღების, პროცესებისა და მეთოდების შესახებ, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა საგნების და ობიექტების დამზადებისათვის, რაიმეს წარმოების მიზნით. სხვაგვარად, ტექნოლოგია ეს არის ნივთიერების, ენერგიის და ინფორმაციის გადამუშავების ხერხი.
ადამიანის პრაქტიკული საქმიანობა საჭმლის მომზადებიდან დაწყებული და სახლის მშენებლობით დამთავრებული დამოკიდებულია რთულ ტექნოლოგიურ სისტემებზე, რომლებიც 5 მილიონი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. პირველყოფილი შრომის იარაღების დამზადება, ცეცხლის მოხმარება, რკინის დნობა, ბორბლის გამოყენება, ტანსაცმლის კერვა და სხვა, პირველი ტექნოლოგიური პროცესებია, რომლის გამოყენებაც ადამიანმა დაიწყო,
ტექნოლოგიების განვითარების პროცესში გარდატეხა შეიტანა ისეთმა მოვლენებმა, როგორებიც იყო: ორთქლის ძრავის გამოგონება 1712 წელს, ელექტრობისა და შიგა წვის ძრავის გამოყენება 1800–იან წლებში, კავშირგაბმულობის საშუალებებისა და ელექტრონიკის განვითარება ბოლო ათწლეულებში, ასევე ატომური და კოსმოსური ტექნიკა და ტექნოლოგიები.
პროგრესული ტექნოლოგია (ავტომატიზაციისა და სპეციალიზაციის მაღალი დონით), რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თანამედროვე საზოგადოება, შესამჩნევ კონტრასტს ქმნის იმ ტექნოლოგიებთან (მძიმე შრომის გამოყენება, სპეციალიზაციის დაბალი დონე), რომელიც ჯერჯერობით გამოიყენება ბევრ ქვეყანაში.
ტექნოლოგია არის სფერო, რომელშიც ხდება სხვა მეცნიერებების კვლევების შედეგების პრაქტიკული გამოყენება საზოგადოების მოთხოვნილების შესაბამისად.

2 comments:

  1. Please remove this link from ur website from geotechnews

    ReplyDelete
  2. Please remove this link to my site geotechnews.com

    ReplyDelete